ვერავითარი ძალა, ცილისწამებები ვერ გააუფასურებას იმას, რომ მართლმსაჯულებამ, სიმართლემ, კანონმა და სამართალმა უნდა იზეიმოს ამ ქვეყანაში - ვლადიმერ ხუჭუა
“არანაირი ზეწოლა, ამის მცდელობაც არ ყოფილა, ბევრი მეკითხება ამას, ოჯახის წევრებიც, შეშინებულები მირეკავენ- ხომ მშვიდობაა. ყველას ერთიდაიგივეს ვეუბნები - არავითარი საშიშროება და არაფერი საშიში არ ხდება“, - ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ გადაცემა “რეაქციის“ წამყვანის ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
არანაირი ზეწოლა, ამის მცდელობაც არ ყოფილა, ბევრი მეკითხება ამას, ოჯახის წევრებიც, შეშინებულები მირეკავენ- ხომ მშვიდობაა. ყველას ერთიდაიგივეს ვეუბნები - არავითარი საშიშროება და არაფერი საშიში არ ხდება, აქ ხდება ერთი რამ, სასამართლომ ჩვეულებრივად, კანონიერად, განხილულის საქმის შემდეგ დააყენა კონკრეტული შედეგი. ეს შედეგი ვისთვის მოსაწონია და ვისთვის არა, რომელი პოლიტიკოსი როგორ შეაფასებს, ჩემთვის, როგორც მოსამართლისთვის უმნიშვნელოა. მე მზად ვარ ყველა გამოწვევისთვის. ის რომ, აქ რამე საფრთხეებზე ვისაუბროთ, ჯერჯერობით, მომავალში ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ამის მოლოდინიც არ მაქვს, რადგან მე ვიცი, რომ ყველა საღი აზრის მქონე ადამიანია, როცა ამას კარგად შეხედავს, გაანალიზებს, შეუძლებელია თქვას, რომ მე მივიღე უკანონო გადაწყვეტილება, ან ვინმემ იმოქმედა ჩემზე. მე ვიცოდი, რომ ჩემი გადაწყვეტილება რომელიმე მხარისთვის იქნებოდა მიუღებელი და ამას მოჰყვებოდა არასასიამოვნო ქმედებები, მინდა ყველას ვუთხრა- ვერავითარი ძალა, ცილისწამებები ვერ გააუფასურებას იმას, რომ მართლმსაჯულებამ, სიმართლემ, კანონმა და სამართალმა უნდა იზეიმოს ამ ქვეყანაში. ის ფუნდამენტური უფლება, რაც გვაქვს- გამოვხატოთ ჩვენი უფლება არჩევნებზე. არავის არასდროს თავში აზრადაც არ უნდა მოუვიდეს, რომ ამაზე რაიმე მანიპულაცია გააკეთოს“, - განაცხადა ხუჭუამ.