თეგებით ძიება
05. 11. 2024 მსოფლიო

„ხალხის მსახურის“ დეპუტატი, ალექსანდრე კუნიცკი სავარაუდოდ ქვეყნიდან გაიქცა - უკრაინული მედია

 პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატი, ალექსანდრე კუნიცკი სავარაუდოდ ქვეყნიდან გაიქცა - ამის შესახებ უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდი წერს. 

უკრაინული მედია წერს, რომ დეპუტატი მივლინებით საზღვარგარეთ იყო წასული და აღარ დაბრუნებულა.

უკრაინის რადას ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დეპუტატი კენჭისყრაზე მთელი ოქტომბრის განმავლობაში არ იმყოფებოდა.

უკრაინული მედია წერს, რომ კუნიცკი მეგობრობს სახალხო დეპუტატებთან, ნიკოლაი ტიშჩენკოსა და არტემ დმიტრუკისთან, რომლებიც საზღვარგარეთ გაიქცნენ. გარდა ამისა, კუნიცკი საპატრულო პოლიციასთან მრავალი უთანხმოებითაა ცნობილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა