თეგებით ძიება

"სანქციებისგან გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის უფლება არ აქვთ! კომფორტის ზონას ნუ ვუქმნით!" - გიორგი კალატოზიშვილი

კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, გიორგი კალატოზიშვილი მიუღებლად მიიჩნევს სანქციებს გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნას.

"ისევ იგივეს ვიტყვი - სანქციებისგან გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის უფლება არ აქვთ!
კომფორტის ზონას ნუ ვუქმნით!", - წერს გიორგი კალატოზიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა