თეგებით ძიება

"ფოტოს დახედე, პატრიარქო! ხმა ამოიღე, პატრიარქო!" - გიგა მაქარაშვილი ილია მეორეს მიმართავს

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი უკრაინაში რუსული ჯარის მიერ ჩადენილი სისასტიკის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში აზიარებს და საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ფოტოს დახედე პატრიარქო!
ზოგიერთ ქვეყანაში ომიაო რომ ამბობდი პატრიარქო, იქაა გადაღებული ეს ფოტო!
ერთმორწმუნეაო რომ ამბობ ხოლმე, იმისი გაკეთებულია ეს პატრიარქო!
ავტოკეფალია რომ არ მიულოცე, იმ ერის შვილია ამ ფოტოზე პატრიარქო!
სიკეთის მხარეს იყავიო არ წერია ბიბლიაში პატრიარქო?
არ გესმის ჩემი ხო პატრიარქო?!
ხმა ამოიღე პატრიარქო!", - წერს გიგა მაქარაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა