"ზელენსკის კითხეთ, ჩვენ რომ გვებუტება, აქ რომ მაგის თანამოქალაქე კაცები დატყლაშუნეობენ შლოპანცებით, ისინი რატომ არ მიჰყავს ომში?!" - ნათია ბერიძე
ჟურნალისტი, ნათია ბერიძე უკრაინის პრეზიდენტის მისამართით კითხვას სვამს:
"ზელენსკის კითხეთ ერთი, ჩვენ რომ გვებუტება და ელჩი გააქცუნა, აქ რომ მაგის თანამოქალაქე, ზორბა და ბეხრეწი კაცები დატყლაშუნეობენ შლოპანცებით, ისინი რატომ არ მიჰყავს ომში?! ჩემი ქვეყნიდან წასული ვაჟკაცი ბიჭები რომ შეეწირნენ ამ ომს და მაგისები აქ ტაშფანდურობენ რესტორნებში?!", - წერს ბერიძე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა.
უკრაინის ომში რუს ოკუპანთებთან ბრძოლისას 4 ქართველი მეომარი დაიღუპა.