თეგებით ძიება

"რუსების წამება უკრაინელი ფაშისტების მიერ... ეს მსოფლიო სატანისტების და ნაციზმის აღმოცენებაა!" - იუნა შაფათავა

აშშ-ში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა რუსეთ-უკრაინის ომს მორიგი პოსტით ეხმაურება:

"რუსების წამება უკრაინელი ფაშისტების მიერ.
დღეს ნიუუსს ვუსმენდი, აქედან ბრძანეს, ომი კიდევ დიდხანს არ მორჩება. ასეთია დავალება.
არ გეცნობათ სტილი, ციხის კადრები, დაცინვა? ეს ერთი ხელწერაა. მსოფლიო სატანისტი ნაცისტების ხელშია. ეკითხებიან იმ ჯარისკაცს: რატომ ჩანოხვედი? ვერ სუნთქავს და პასუხობს: ბრძანება მივიღეო!!
ომი ყველაფერს ა რ ჩამოწერს.
ომი უნდა შეჩერდეს.
ადამიანებმა რა დააშავეს, სადისტების ომში ხალხი იღუპება, ეროვნებებად დანაწილება ნაციზმია!!!
არა ომს!
თუ ვინმეს სიამოვნებს ადამიანის წამება და სწორად მიაჩნია, ის ადამიანი არაა.
ეს არაა რუსეთ უკრაინის ომი.
ეს მსოფლიო სატანისტების და ნაციზმის აღმოცენებაა!!!
no to war!", - წერს შაფათავა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა