თეგებით ძიება

"ზელენსკის პირველი მიზანი იყო და არის საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნა" - ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება და წერს, რომ უკრაინელების პირველი მიზანი იყო და არის საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნა.

"არ მაინტერესებს და არ ვიზიარებ იმ ნარატივს რომ
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის!!!
რადგან მათი პირველი მიზანი იყო, არის და რჩება
საქართველოდან მეორე ფრინტის გახსნა
- რაც, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირების შემთხვებაში და ნაცების გაყიდული სტრატეგიული ენერგოობიექტების წყალობით ავტომატურად ქვეყნის აოხრებას და დადუღებას ნიშნავს!!!

უკრანელები გარბიან ევროპაში
და ქართველებმა რა ვქნათ
- სად გავიქცეთ?????
44 მილიონიან ქვეყანას უჭირს გამკლავება პუტინის ჯართან და ფაქტია რომ არც სანქციები
და არც ბაიდენი - ევროკავშირის ფეხის ბაკუნი აშინებს!!!

უკრაინელი ხალხი გაუბედურდა,
თორემ 14 მილიარდამდე ქეში ევრო და დოლარი გაიტანეს ქვეყნიდან უკრაინის თანამდებობის პირებმა, ოფიცალურად დეკლარირებულია საზღვარზე - როიტერის ინფორმაციით!!!

უკრაინელ ხალხს ცხოვრება თავზე დაემხოთ და დაკარგეს სახლი
თორემ თანამდებობის პირები კვირაში ერთხელ ამოდიან ბუნკერებიდან!!!!
უკრაინელი ხალხი დაიხოცა თორემ თავად გადასარევადაა!!!
როცა ეს უბედურება დამთავრდება კიდე თუ დარჩნენ ხელისუფლებაში და თუნდაც ვინც მოვა ახალი ათმაგად იხეირებს გრანტებით და დახმარებებით!!!!
ძალიან მინდა უკრაინა და მისი ხალხი პოლიტიკურად მაინც დარჩეს გამარჯვებული და არ მოუწიოს მაზე მეტი დათმოს ვიდრე დასათმობია
ეს ომი უნდა გაჩერდეს ორივე მხრიდან!!!!
დემოკრატიას და თავისუფლებას ფასი მხოლოდ მშვიდობაში აქვს!!!!
მკვდარს არც ერთი სჭირდება და არც მეორე!!!!!!

ასე რომ ზელენსკი და მისი მთავრობა არ იბრძვის ჩემი და ჩემი სამშიბლოს თავისუფლებისთვის!!!
აი მაგათი რჩევებით კი შეიძლება დავკარგოთ
თავისუფლებაც
დემოკრატიაც
ნატოც
ევროკავშირიც
და
ქვეყანაც
სამაგეროდ
- ოხრად გვეყოლება პუტინი!!!!

არ გვინდა!
მადლობა! კარგად ბრძანდებოდეთ!!!!
#საქართველოუპირველესყოვლისა !!!!
ჩემი თანადგომა

უკრაინის და უკრაინელი ხალხს მიმართ არ შეცვლილა და არც შეიცვლება!!!", - წერს ჟურნალისტი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა