თეგებით ძიება

დავით ზალკალიანი აშშ-ში ელჩად ინიშნება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად ინიშნება.

დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 21 ივნისიდან იკავებდა, ხოლო 2021 წლის 21 იანვრიდან იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.

იქამდე, 2012 წელს ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილედ დაინიშნა. 2015 წელს საქმიანობა განაგრძო ახლად დაფუძნებულ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. 2016-2018 წლებში ზალკალიანმა კვლავ დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა.

ცნობისთვის, დავით ზალკალიანი საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ილია დარჩიაშვილმა შეცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა