თეგებით ძიება

"ისინი არიან რიგითი რასისტები და ფაშისტები, აუპატიურებენ, კლავენ, ადამიანებს თვაში ესვრიან" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი რუსეთს არ შერჩება და კაცობრიობა ახალ ნიურნბერგის პროცესებს იხილავს.

"ეს არ არის სპეცოპერაცია, ეს არ არის პოლიციის ქმედებები. ისინი არიან რიგითი რასისტები და ფაშისტები. ნამდვილი არაადამიანები არიან, რომლებიც უბრალოდ ჩადიან დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. აუპატიურებენ, კლავენ, ადამიანს თავში ესვრიან, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს ამის შესახებ.

კაცობრიობა იხილავს ნიურნბერგის ახალ სასამართლო პროცესს. ნიურნბერგის სასამართლო ჩატარდება: ჰააგაში ან ხარკოვში, ბუჩაში, ირპენში დღეს ყველა ეს ქალაქი გმირია და ისინი იმსახურებენ რომ ახალი ნიურბერგის სასამართლო პროცესები ჩატარდეს ფაშისტების წინააღმდეგ“, - აცხადებს ალექსეი რეზნიკოვი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა