თეგებით ძიება

"ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და თავი დაგვანებონ, რა… ყოველთვის ვეხმარებით და დავეხმარებით და უკრაინის დახმარება არ დამავიწყდება" - მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"მაინცდამაინც უნდათ, რომ საქართველომ გამოუცხადოს ომი ვინმეს? მაინცდამაინც უნდათ, რომ საქართველომ ბლოკადა გაუკეთესო ვინმეს? გაზიო საიდან გადის? ჩვენთან შემოდის და ჩვენ ვყიდით გაზს? გაზი გადის უკრაინიდან ევროპაში. უნდა გავიდეს. გავყინოთ ევროპა? გავყინოთ უკრაინა? ამიტომ, ვიღაც სულმოკლეები ჩემს ქვეყანას რომ მიმართავენ და იმას ამბობენ საქართველოს რაღაც რომ გაეკეთებინა… ომს მოიგებდნენ აქამდე? ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და თავი დაგვანებონ, რა… ყოველთვის ვეხმარებით და დავეხმარებით და უკრაინის დახმარება არ დამავიწყდება. აფხაზეთში ჩვენთან იბრძოდნენ და სიცოცხლეც გადამირჩინეს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა