თეგებით ძიება

"ყველა დღე დაძაბული ვიღვიძებთ, ნორმალურად არ გვძინავს, მეუღლე ყოველდღე ესაუბრება დედას, ტირის, განიცდის" - ლექს-სენი

ქართველი რეპერი, ლექს-სენი მისი უკრაინელი მეუღლისა და მისი ოჯახის განცდების შესახებ ჟურნალ "თბილისელებთან“ საუბრობს.

"უკვე მივეჩვიეთ ტრაგიკული სცენარით ცხოვრებას. ყველა დღე დაძაბული ვიღვიძებთ, ნორმალურად არ გვძინავს, მეუღლე ყოველდღე ესაუბრება დედას, ტირის, განიცდის. საბედნიეროდ, ეს ხალხი არ ტყდება, ცხოვრებას აგრძელებენ. ვისაც როგორ შეუძლია, იბრძვის. ისინი ჯერ კიდევ ახალი წლიდან ამბობდნენ, რუსები ომისთვის ემზადებიანო, მაგრამ მაშინ თვითონაც არ სჯეროდათ, რომ ისინი მართლა გაბედავდნენ…

ყველაფერი საკმაოდ რთულია. საკვები დეფიციტშია, თუკი რამე აქვთ თავისთვის გადადებული, იმის ნახევარსაც ჯარს უგზავნიან. სამხედროებს ეხმარებიან თავიანთი ფინანსური დანაზოგითაც…“,- ამბობს რეპერი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა