"კეზერაშვილის ხელფასზე რომ ზიხართ ზოგ-ზოგიერთები და აქ რომ უკრაინელ ცხედრებზე წიოკობთ" - ვის მიმართავს მანჩო გიორგობიანი
სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"კეზერაშვილის ხელფასზე რომ ზიხართ ზოგ-ზოგიერთები და აქ რომ უკრაინელ ცხედრებზე წიოკობთ, იქნებ საკუთარ გმირულად დახოცილ და უპატრონოდ მიტოვებულ ბიჭებთან და მათ ოჯახებთან მაინც შეგრცხვეთ?
იქნებ ცოტა ხმადაბლა ივიშვიშოთ, დღემდე შენი თანამემამულეების სისხლზე და უბედურებაზე ნაშოვნი ფულით რომ იწყობთ ცხოვრებას და ობლად დარჩენილი ბავშვების ხარჯზე დაასეირნებთ შვილებს?!
მე როგორ დავიჯერო თქვენი გულწრფელობის?! ან თქვენ ვის რა შენიშვნა უნდა მისცეთ “სირცხვილზე” ან “მორალზე”, ან რამეზე საერთოდ, სისხლიან და ცოდვიან ნავარზე ჩამოკიდებულებმა, ათი წელი გავიდა, სხვა სამსახური რით ვერ იშოვეთ?!.
ჰოდა, უტიფრობა დღემდე მაოცებს რა.. მაგრამ ჩვენი ბრალია, წესიერი გამარჯობის ღირსადაც აღარ უნდა ჩაგაგდოთ და მერე იქნებ ახალგაზრდებიც მიხვდნენ, რომ საქართველოს მოღალატე ვერც უკრაინის და ვერც ვერავის პატრიოტი გახდება, რაც არ უნდა შემოიხიოს სოცქსელი .... სულ ყალბები ხართ, თხემით ტერფამდე...", - წერს გიორგობიანი.