თეგებით ძიება

ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს ერთი სახელი აქვს - ბუჩა - კახა კალაძე

თბილისის მერი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მის თქმით, არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელ ვითარებას, რაც ბუჩაში ხდება.

"ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს ერთი სახელი აქვს - ბუჩა. არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ.

დარწმუნებული ვარ, ეს შემზარავი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი. სამძიმარს ვუცხადებ უკრაინელ ხალხს ამ მძიმე წუთებში!", - წერს კახა კალაძე.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკად ნაწამები ცხედრები იპოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა