თეგებით ძიება

"რისთვის გვამზადებს ოცნება, რთული განტოლება არ უნდა იყოს..." - რას წერს ნიკა გვარამია?

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ უკრაინასთან დაკავშირებულ განცხადებებს ეხმაურება.

"კარგად მოვუსმინოთ კობახიძეს:

უკრაინას მოუწია ნატოზე უარის თქმა
ეს იყო რუსეთის სასტარტო შეთავაზება
უკრაინას მოუწია საშინელებების გადატანა
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომში საქართველო არ ჩაითრიონ
ახლა დააჯამეთ და მიიღებთ იმას, რომ მაინც უარი თქვა ნატოზე უკრაინამ და მეტი კი არაფერს თხოვდა რუსეთი თავიდან. რისთვის გადიან ამ საშინელ ჯოჯოხეთს. აი, ჩვენ ამას არ ვიზამთ.

კობახიძის ტექსტში რამდენი ტყუილია, იქეთ იყოს. მაგრამ ეს დასკვნა რას ნიშნავს და რისთვის გვამზადებს „ოცნება“, რთული განტოლება არ უნდა იყოს",- წერს ნიკა გვარამია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა