თეგებით ძიება

"გოგონას სხეულზე, რომელიც სასტიკად აწამეს, აგრესორებმა სვასტიკა ამოშანთეს" - უმძიმესი ფოტო ჰოსტომელის ჯოჯოხეთიდან

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნიტა ბოკუჩავა, რომელიც უკრაინაში იმყოფება, ქალაქ ჰოსტომელში მომხდარ სისასტიკეზე წერს და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის პოსტს აზიარებს, სადაც ალექსეი არესტოვიჩი რუსი ოკუპანტების მიერ ნაწამებ გოგონას შესახებ საუბრობს:

"ასეთი საზიზღარი, ფაშისტი ერი როგორიც რუსია არ არსებობს დედამიწის ზურგზე... ესეც გასტომელში ჩადენილი ღორი მანიაკების სისასტიკე... пекло", - წერს ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს, მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს სასტიკად ექცეოდნენ, მათ ხელ-ფეხს უბოჭავდნენ და ისე აწამებდნენ და კლავდნენ. უკრაინის აწ უკვე გათავისუფლებულ ქალაქებში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი.

\"გოგონას სხეულზე, რომელიც სასტიკად აწამეს, აგრესორებმა სვასტიკა ამოშანთეს\" - უმძიმესი ფოტო ჰოსტომელის ჯოჯოხეთიდან



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა