თეგებით ძიება

"უკვე ვეღარ ვტირი, ცრემლები გამომელია... წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა...ბევრი მეგობარი მომიკლეს" - რას წერს უკრაინიდან ქართველი გოგო

უკრაინაში მყოფი ნიტა ბოკუჩავა, რუსი ოკუპანტებისგან აწ უკვე გათავისუფლებული უკრაინულ ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეზე სოციალურ ასელში წერს:

"მგონია, რომ სიზმარში ვარ და მინდა გამოღვიძება სანამ შევიშალე... უკვე ვეღარ ვტირი ცრემლები გამომელია და ვბღავი, ხავილი ამომდის ხმაც აღარ მაქვს. მგონია რომ ნელ-ნელა ვგიჟდები, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დანით მისერავენ სხეულს და ნელ-ნელა მარილს მაყრიან... წარმოდგენაც არ გაქვთ რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა რამდენიმე კვირის განმავლობაში ირპენში, ბუჩაში, ბარადიანკაში და გრძელდება თვეზე მეტია მარიუპოლში. ძალიან ბევრი მეგობარი მომიკლეს, ერთი ახლო მეგობარი ტატუთი ამოვიცანით დღეს... ოჯახის ხუთივე წევრი მოკლეს, სადისტურად ბუჩაში... ისეთი უსუსური ვარ... ვბღავი მეტი არაფერი შემიძლია... შევიშალე უკვე", - წერს ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს, მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს სასტიკად ექცეოდნენ, მათ ხელ-ფეხს უბოჭავდნენ და ისე აწამებდნენ და კლავდნენ. უკრაინის აწ უკვე გათავისუფლებულ ქალაქებში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა