თეგებით ძიება

"ნახეთ, როგორ გვასაზიზღრებენ უკრაინელები!! მაინტერესებს, რა ვალი გვაქვს და რას გვამადლიან!" - ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ნუკა არველაძე უკრაუნული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსები კონტრაბანდულ ტვირთბრუნვას ახორციელებენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ეს ლინკი მომაწოდა ახლა მეგობარმა!!!!
და ნახეთ როგორ გვასაზიზღრებენ უკრაინელები!!
მაინტერესებს რა ვალი ვვაქვს და რას გვამადლიან!!!!!
ან რისი უნდა მრცხვენოდეს როგორც ქართველს!!!!
გზა ფართო და თავისუფალი!!!!
არაფერი არ გამოუვიდათ, ომში ვერ ჩაგვითრიეს და ახლა საინფორმაციო ფეი ნიუსების ომი გააჩაღეს ჩვენთან!!
ყველანაირი თანაგრძნობა მიქრება! უკრაინის მთავრობის და მას აყოლილი თავხედების მიმართ!!! ", - წერს არველაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს, მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს სასტიკად ექცეოდნენ, მათ ხელ-ფეხს უბოჭავდნენ და ისე აწამებდნენ და კლავდნენ. უკრაინის აწ უკვე გათავისუფლებულ ქალაქებში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა