თეგებით ძიება

"ომი არ არის მოდა! მსოფლიო შეიშალა, უტოპიაში გადავიდა ფარისევლური სოლიდარობა..." - რას ურჩევს უკრაინაში მყოფი დომენიკ მანგო საზოგადოებას?

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო, რომელიც უკრაინეში მოხალისედ იმყოფება, მიმართვას ავრცელებს:

"ომი არ არის მოდა! უკვე იდიოტობაში გადადის ეს უწუ-პუწუ ქცევები. ყველა თქვენგანს შეგიძლიათ გააკეთოთ რაღაც უკრაინისთვის, ვიდრე დადგეთ და უკრაინის დროშის ფერების ტორტები აცხოთ და იმ ფონზე, როდესაც ადამიანები იღუპებიან, ფეისბუქზე ტვირთოთ თქვენი ტორტის ფოტოები, როგორ შეექცევით გემრიელად! მსოფლიო შეიშალა, უტოპიაში გადავიდა უკვე ეს ფასადური და ფარისევლური სოლიდარობა. თუ გინდათ გამოხატოთ თქვენი სოლიდარობა, ადექით და გააკეთეთ რამე იმ ხალხისთვის, ვინც ბომბებს გაურბის ახლა. არ არის აუცილებელი იარაღის ხელში აღება, მიდით და წყალი მაინც მიაწოდეთ ვინმეს. უკრაინის დროშის ფერებით მომზადებული ტორტებით და უკრაინის დროშის ფონზე გადაღებული ნაირ-ნაირი ფოტოებით ვერც სოლიდარულები ვერ გამოჩნდებით და ვერც კეთილშობილები", - წერს მანგო.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა