თეგებით ძიება

"ლოგიკა აღარ მესმის, - მიზანი სანქციებისა რას ემსახურება?...იდეოლოგია ათაყვანებს" - დემურ გიორხელიძე

ეკონომისტ, დემურ გიორხელიძეს, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ლოგიკა არ ესმის. ამის შესახებ ეკონომისტი სოციალურ ქსელში წერს:

"ლოგიკა აღარ მესმის, -
მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ იდეოლოგია ათაყვანებს, -
ათაყვანებს ფუნდამენტურად და მოურჩენლად!
ლოგიკა აღარ მესმის, - მიზანი სანქციებისა რას ემსახურება?
Bloomberg (აშშ):
"2022 წელს, საკუთარი ენერგორესურსებისათვის რუსეთი
მიიღებს რეკორდულ შემოსავალს, მიუხედავად უკრაინის
ირგვლივ სიტუაციისა და დასავლური სანქციებისა.
2022 წელს, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტზე
რუსეთს შეუძლია გამოიმუშაოს $320 მლრდ-ზე მეტი. ეს
დაახლოებით 35%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე."
ასეა!
იდეოლოგია ათაყვანებს, -
ათაყვანებს ფუნდამენტურად და მოურჩენლად!
p.s.
მხოლოდ ნავთობის და ბუნებრივი აირის ექსპორტით მიღებულ შემოსავლებში ეს მატება კოლოსალურია!
ახლა დაუმატედ მარცვლეულის ექსპორტი, რომელიც უკრაინის მარცვლეულთან ერთად მსოფლიო ბაზრის 30%-ია, მერე სხვა რამ გაითვალისწინეთ და რა გამოდის?
ვინ დასაჯეს?", - წერს გიორხელიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსტს დასავლეთმა ფინანსური და ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რის გამოც ქვეყანა ასეულობით კომპანიამ დატოვა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა