თეგებით ძიება

"ვისაც პუტინის გამარჯვება სურს ამ ომში, ვუსურვებ..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი უკრაინის ქალაქებში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ სისასტიკეს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ვისაც პუტინის გამარჯვება სურს ამ ომში, ვუსურვებ იგივე ჯოჯოხეთს, რაც ბუჩელებმა გაიარეს! იგივე შიშს, ტკივილს! ბუჩელების ყველა ემოცია გაევლოთ!", - წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს, მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს სასტიკად ექცეოდნენ, მათ ხელ-ფეხს უბოჭავდნენ და ისე აწამებდნენ და კლავდნენ. უკრაინის აწ უკვე გათავისუფლებულ ქალაქებში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა