თეგებით ძიება

"რუსორკებისგან ნებისმიერი ნაბი**რობა არის მოსალოდნელი, ჩვენი დანაყოფის 7 მებრძოლს დაუფიქსირდა ქიმიური ინტოქსიკაცია” - რას წერს დავით ქაცარავა?

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავა, რომელიც უკრაინაში იბრძვის სოციალურ ქსელში წერს, რომ მის თანამებრძოლებს დაუფიქსირდა ქიმიური ინტოქსიკაცია.

"2 დღის წინ გოსტომელის აეროდრომზე ვიყავით შესულები. დაბრუნების შემდეგ ჩვენი დანაყოფის 7 მებრძოლს დაუფიქსირდა ქიმიური ინტოქსიკაცია. ამ ეტაპზე ჩვენი ბიჭები მკურნალობენ და დარწმუნებული ვარ, ყველა მალე გამოჯანმრთელდება.რუსორკებისგან ნებისმიერი ნაბიჭვრობა არის მოსალოდნელი და საუბრები იმაზე, რომ რუსები შესაძლოა ქიმიური იარაღის გამოყენებას დააპირებენ, საერთოდ არ არის საფუძველს მოკლებული.
სხვათა შორის, გაქცეულმა რუსორკებმა ძალიან ბევრი აირწინაღი დატოვეს მიმოფანტული აეროდრომის ტერიტორიაზე. ასე რომ, ეს ნაბიჭვარი სახელმწიფო როგორც მინიმუმ, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე არ იტყვის უარს. მორდორი აუცილებლად უნდა დაიშალოს მარტივ მამრავლებად და ეს პროცესი შეუქცევადი უნდა გახდეს“, – წერს ქაცარავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა