თეგებით ძიება

"ეს არის პოლიტიკური შემოტევა, უზნეო შემოტევა ქართველი ხალხისადმი" - ვოლსკი უკრაინის დაზვერვაზე

პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

"ეს არის პოლიტიკური შემოტევა, უზნეო შემოტევა, მე ვიტყოდი და ეს არის დიდი შეურაცხყოფა ქართველი ხალხისადმი, თავი რომ დავანებოთ ხელისუფლების მიმართ ასეთ მტრულ გამოხტომას.

მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა დაპირისპირების ნიშნები შეიმჩნეოდეს ან იყოს ასეთი რეალური მდგომარეობა საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას შორის, რასაკვირველია, ჩვენი დახმარება პოლიტიკურ ველზე იქნება უცვლელი", - აცხადებს დეპუტატი.


შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფრომაციით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა