თეგებით ძიება

"დე, კიდევ რამდენი ბომბი აქვთ? დე, თუ ღმერთი არ კლავს პუტინს, გამოდის რომ ღმერთი უკრაინელებზე რაღაცის გამო გაბრაზდა?" - უკრაინელი ბავშვების შეკითხვები დედებს

ფსიქოლოგი, ცვატა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"უკრაინელმა რეჟისორმა, ოლეგ კავუნმა გამოაქვეყნა ციტატები, თუ როგორ ესაუბრებიან ბომბის თავშესაფარში მსხდომი პატარა უკრაინელი ბავშვები დედებს. სახელდახელოდ ვთარგმნე:
- დე, შენ უსმენ არესტოვიჩს?
- ხანდახან
- ყოველთვის უსმინე რა - უცებ რომ თქვას, სახლში დაბრუნება შესაძლებელიაო, არ გამოგვეპაროს.
- დე, სადაა ის ბავშვი, მარტომ რომ გადალახა საზღვარი? ჩვენ წავიყვანოთ რა, ძალიან ეშინია მარტოს.
- დე, კიდევ რამდენი ბომბი აქვთ?
- დე, თუ ჩვენს სახლს დაბომბავენ, შევძლებთ იქედან ჩემი ლეგოს ამოღებას?
- დე, თუ ღმერთი არ კლავს პუტინს, გამოდის რომ ღმერთი უკრაინელებზე რაღაცის გამო გაბრაზდა?
- დე, კარგია, რომ ომი დილით ადრე დაიწყო, სხვა შემთხვევაში ბავშვები სკოლაში იქნებოდნენ უკვე წასული.
- დე, აღარ მაინტერესებს უკვე ბომბები - მოდი, კიივში დავბრუნდეთ.
- დე, რუსი ბავშვები უყურებენ ამ ომს? არ ვეცოდებით?
- დე, შენ ყოველთვის ამბობდი, რომ ბავშვების ოცნებები აუცილებლად უნდა ახდესო. ჩემი უკვე აღარ ახდება. ეს ნიშნავს, რომ უკვე გავიზარდე?
- დე, თუ ომი დიდხანს გაგრძელედება, მამა ხომ არ დაგვივიწყებს?", - წერს ბერძენიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა