თეგებით ძიება

"ღმერთმა არ ქნას, რომ ეს მართალი იყოს" - სააკაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

"გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით აწოდებენ იარაღს რუსეთის არმიას. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალია. მაგრამ უკრაინის დაზვერვა, როგორც წესი ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს. ღმერთმა არ ქნას, რომ ეს მართალი იყოს, საქართველო არ შეიძლება ამაში მონაწილეობდეს. გვიპირებენ ჩაბარებას, ხდება კაპიტულაციის მომზადება. თუ მართლაც საზღვარზე აჩერებენ ამ პროდუქციას და არ უშვებენ უნდ აიყოს ინსტრუქცია და ეს ინსტრუქცია უნდა გამოქვეყნდეს", - განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.


შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფრომაციით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა