თეგებით ძიება

"მარიამი - 12 წლის ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ დახვრიტეს" - რუსი სამხედროების სისასტიკეები აფხაზეთის ომში

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, მირიან ჯუღელი პოსტს აქვეყნებს:

"რა ჩაიდინა რუსეთმა გაგრაში 30 წლის წინ და ამ ყველაფრის ფონზე, ვიღაც-ვიღაცებს რუსეთთან მეგობრობა და ურთიერთობის დალაგება უნდა.
Edit: ასევე, ვისაც ჰგონია რომ პუტინია პრობლემა ან იმით იმართლებს თავს რომ პუტინის პოლიტიკას არ ეთანხმება, უნდა გაიხსენოს, რომ პუტინი ამ დროს საერთოდ არ იყო პრეზიდენტი.
დანაშაულების მცირე ნაწილი, სრული სია ბოლოშია:
3. ალასანია ოლღა ანდრეს ასული - 85 წლის, წერეთლის ქ., № 150, 1994 წლის 9 ივნისს წამებით მოკლეს - ჩამოაგდეს საკუთარი სახლის მე-5 სართულიდან წერეთლის ქ., № 59/4, ბ. 24.
8. ბარამია ცისია ალექსანდრეს ასული - 30 წლის, ოქტომბრის ქ., № 13, 1992 წლის 2 ოქტომბერს მშობლების თვალწინ გააუპატიურების შემდეგ დახვრიტეს საკუთარ სახლში მშობლებთან ალექსანდრე და ნათელასთან და სამ სტუმართან ერთად.
23. გოროზია ლავრენტი - წამებით მოკლეს მეუღლე ციალა ინჯგიასთან ერთად - ორივეს თავი მოკვეთეს.
33. ზარქუა ქსენია კონსტანტინეს ასული - 70 წლის, წერეთლის ქ., № 11ა, წამებით მოკლეს - გამოუსკვნეს ე. წ. კოლუმბიური ჰალსტუხი.
70. მარიამიძე ანა ავთანდილის ასული - 19 წლის, წერეთლის ქ., № 47, ბ. 5, 1992 წლის 12 ოქტომბერს, მამის თვალწინ, გააუპატიურა 13 მებრძოლმა, შემდეგ ორივე მიაბეს ხეზე და დაწვეს.
102. ფირცხელავა ვერონიკა ანდრიას ასული - 83 წლის, ბესიკის ქ., № 6, წამებით მოკლეს - ავტომობილის დაჯახებით.
106. ქაჯაია ლერი - რკინიგზის ქ., წამებით მოკლეს - თავი მოკვეთეს და ფეხბურთი ითამაშეს.
163. უცნობი ქალი - ქ. გაგრის ოკუპაციის დღეებში მოკლეს წამებით, ორ ნაწილად დაჭრეს და ქალაქის საავადმყოფოში მიიტანეს დანაწევრებულ სხეულში მოთავსებული შემდეგი წერილით: „როგორც ამ გოგოს სხეულს ვერ შეაერთებთ, ისე ვერ გააერთიანდება საქართველო და აფხაზეთი“.
212. აბრამიშვილი გიორგი ალექსის ძე - 40 წლის, მე-2 ჯგუფის ინვალიდი, 1992 წლის სექტემბერში წამებით მოკლეს - ჯერ დაჭრეს, მერე ჭრილობაზე მარილი დააყარეს, ხორცი მოაჭრეს, ფეხსაცმელში ჩაალაგეს და მეუღლეს გაუგზავნეს.
255. ჩოფლიანი მარიამი მურმანის ასული - 12 წლის, მეგობრობის ქუჩა ქ., № 2, 1992 წლის 23 ოქტომბერს ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ დახვრიტეს.
294. შარია ზაურ არსენის ძე - 53 წლის, 1993 წელს წამებით მოკლეს - მაცივარში შიშველი ჩააგდეს, ტანზე ამოწვეს ვარსკლავი, მოაჭრეს ყურები, გაიყვანეს ზღვის ნაპირზე და დახვრიტეს.
316. კუხალაშვილი იაკობ ლავრენტის ძე - ჭავჭავაძის ქ., № 1, დახვრიტეს საკუთარ სახლში და ღორებს მიუგდეს.
320. მოგელაძე პარმენ - 85 წლის, ჭავჭავაძის ქ., № 9, 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში წამებით მოკლეს - მოაჭრეს თავი და დაწვეს საკუთარ სახლში.
346. კვარაცხელია თამარ ლავრენტის ასული - 70 წლის, სიხარული, 1993 წლის 2 მარტს დახვრიტეს მეუღლე ათანასესთან ერთად და შემდეგ ორივე დაწვეს.
353. მიქაძე აბესალომ გერონტის ძე - 70 წლის, სოხუმის გზატკეცილი, 1992 წლის ოქტომბერში წამებით მოკლეს - მოაჭრეს ყურები, ცხვირი, დათხარეს თვალბი.
354. მიქაძე ზინაიდა - 70 წლის, აფეთქდა საკუთარ სახლში ბოევიკების მიერ ჩადებულ ნაღმზე.
359. უშვერიძე გოგი ნესტორის ძე - 16 წლის, წამებით მოკლეს ბიძა ზარქუა გივისთან ერთად.
365. ფიფია ნიკოლოზ - 15 წლის, ვაჟა-ფშაველას ქ., 1992 წლის დეკემბერში ნაჯახით მოკლეს.
380. ჭელიძე თამაზ - 27 წლის, დაჭრეს და ცოცხლად დამარხეს ბზიფის იპოდრომთან.
415. შუბითიძე თადეოზ ელისბარის ძე - 99 წლის, სულევო, საკუთარ სახლში ცოცხლად დაწვეს.
427. ბენდიანიშვილი ვლადიმერ - 89 წლის, 1993 წლის 2 ივნისს დანით მოკლეს საწოლში მეუღლე ვერონიკასთან ერთად.
431. ბენდიანიშვილი მზია - 37 წლის, 1992 წლის სექტემბერში გაუპატიურეს ძმის თენგიზის თვალწინ, აწამეს, შემდეგ ძმასთან ერთად დახვრიტეს.
445. მამასახლისი დავით არჩილის ძე - 33 წლის, 1992 წლის ოქტომბერში წამებით მოკლეს - კბილები დააძვრეს, ძვლები გადაუმტვრიეს.
450. რაზმაძე პეტრე ლუარსაბის ძე - 59 წლის, პედაგოგი, 1992 წლის სექტემბერში წამებით მოკლეს მეუღლე ციალასთან ერთად - ორივეს თავი მოკვეთეს, ნათესავებს გვამის დაკრძალვის უფლება არ მისცეს და ღორებს მიუგდეს.
455. ჯოხაძე იზა (ნანული) - წამებით მოკლეს - დათხარეს თვალები, მოაჭრეს მკერდი და შემდეგ დახვრიტეს.
471. ხურცილავა ტარიელ ივლიანეს ძე - 64 წლის, ჭავჭავაძის ქ., 1992 წელს წამებით მოკლეს - თავი მოაჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს.
სრული სია აქ შეგიძლიათ ნახოთ: http://scara.gov.ge/2010-07.../355-2013-01-24-20-50-51.html", - წერს ჯუღელი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა