თეგებით ძიება

"მწერს სადისტურ პოსტს... არ გავჩუმდები... ეს არის ნაციზმის და ფაშიზმის, უღმერთობის დრო..." - იუნა შაფათავა

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"არა არა… გაჩუმება კაცობრიობის დაღუპვას და სრულ გადაგვარებას ნიშნავს..
ომის წინააღმდეგ, მშვიდობის პოსტზე, რეგვენი, რომელსაც ავატარზე საქართველოს გამყიდველის, მოღალატის, სადისტის, ნაცისტის, ფაშისტის, პროვოკატორის- რომლის რუსეთთან “მოგებულ” ომში უდანაშაულო და გამოუცდელი ახალგაზრდები ჩაიხოცნენ და ბუზების საჭმელი გახადა მათ ბრძოლის ველზე, ასეთივე “პატრიოტი” აღტკინებული პროპაგანდისტი ავანტიურისტი გმყიდველი ქვეყნის მოღალატეების გამო,
ინბოქსში მიბედავს და მწერს სადისტურ პოსტს-
გასაგებია,რომ ანტი ფაშიზმი სირცხვილია უკვე,
გასაგებია, რომ მშვიდობის სურვილი “სამარცხვინოა” და
გასაგებია, რომ ბნელთა აზრით, მშვიდობა და სიძულვილის ფრქვევიდ გარეშე ომის შეჩერება თუ გინდა, “რუსეთუმე” ხარ, მაგრამ-
ასეთი არაადამიანები, და ისინი, ვინც ომის პროპაგანდისტია- იმას არ უფიქრდებით, რომ ტყუილია და ყალბი, თქვენი “ემპათია” და გულისტკენა ვინმეზე, რადგან ჯერ ერთი- ქართველობის მტერს ეტრფი ღმერთივით
და უსურვებ სიკვდილს, შენს თანამემამულეს.
ეს არის პროპაგანდა, ეს არის ნაციზმის და ფაშიზმის, უღმერთობის დრო და პიკი
მე არ გავჩუმდები, არის მომენტი, როცა გაჩუმება დანაშაულია.
მიჰა ღმერთის მორწმუნეთა ჯოგი. ღმერთო ამ დიდ მარხვაში, დადგებიან მერე ეკლესიაში და მე მიკითხავენ ქადაგებას.
არა ომს.
არა სადიზმს
არა ომის პროპაგანდას", - წერს შაფათავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა