თეგებით ძიება

"ტრანსპორტში ასვლისთანავე ვიგრძენი მკერდზე ჩქმეტა, შეხება, შარვლის ხახუნი... ნერვიულობისაგან მოვკვდი, ცრემლები წამომივიდა"

ფეისბუქჯგუფში "ფსიქოლოგიის მოყვარულები" ანონიმი ავტორი სექსეუალურ შევიწროებაზე წერს, რომელიც მას ავტობუსში გადახდა:

"ნერვიულობისაგან დღეს ცრემლები წამომივიდა ტრანსპორტში, ჩაცმულობა მქონდა ნორმის ფარგლებში არანაირი გამომწვევი ტანისამოსი, ჯინსის შარვალი და გრძელი შავი მაისური, ავედი ავტობუსში დიდი დიღმისაკენ მივდიოდი წერეთლიდან, ასვლისთანავე რამდენიმე წამში ვიგრძენი საკმაოდ სერიოზული მკერდზე ჩქმეტა, შეხება, შარვლის ხახუნი უკნიდან და წინიდან, ხალხმრავლიბა იყო და ვერ დავაღწიე თავი, ნერვიულობისაგან ცრემლები წამომივიდა, მადლობა რომ ერთმა მამაკაცმა შენიშნა და წინ გადაუდგა, ასევე იყო ერთი მცდელობა და ხელში ჩავარტყი რომლითაც მითათუნებდა, შემდეგ კი გაიძურწა, გავარდა ჩავიდა ავტობუსიდან. ნერვიულობისაგან მოვკვდი, შეტევები დამეწყო, რატომ დაძრწიან ასეთი თავხედები თავისუფლად, არანაირი კანონი არ მოქმედებს მათზე?", - წერს ანონიმი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა