თეგებით ძიება

"SOS! ქართველ ხალხს მისმა ინტელექტუალურმა ელიტამ უღალატა..." - დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"SOS!
ყველა სახელმწიფოში ხალხი ამბობს და ფიქრობს იმისდა
მიხედვით (და იქიდან გამომდინარე!), თუ რას ეუბნებიან
მას და რას აჩვენებენ და აყურებინებენ!
როცა ინტელექტუალური ელიტა თახსირდება და
კონიუნქტურისა და იდეოლოგიის სამსახურში დგება
პირადი კეთილდღეობის მიღწევის მიზნით,
იგი
წყვეტს თავისი ფუნქციის აღსრულებას და ხდება
ხალხში მცდარი წარმოდგენების გავრცელების
ხელშემწყობი.
სწორედ ეს მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში!
ქართველ ხალხს მისმა ინტელექტუალურმა ელიტამ
უღალატა, უღალატა ქართულ სახელმწიფოსაც და
ერთ უბადრუკ, ფულსდახარბებულ და ამორალურ
ჯგუფად იქცა!
ამ კრიზისულ მდგომარეობაში გამოსავალი
მხოლოდ
გადარჩენილ, არაწამხდარ და დამოუკიდებელი
ფუნქციისა და პასუხისმგებლობის მატარებელ ადამიანებშია.
ქართველების დიდი ნაწილი საღია!
მაგრამ მათ ჯერ არ სწამთ საკუთარი თავისა და
შესაძლებლობებისა, მაგრამ იწამებენ!
ამის გარანტი ის თავისუფალი, დამოუკიდებელი და არადავალებითი ფუნქციის შემსრულებელი ადამიანებია!", - წერს გიორხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა