თეგებით ძიება

ნავთლუღის ფასები: ბადრიჯანი 7 ლარი, ახალი კარტოფილი 12 ლარი, პრასი 7 ლარი… - რას წერენ სოციალურ ქსელში?

სოციალურ ქსელში ვრცელდება თბილისის ნავთლუღის ბაზრის ფასები:

- ახალი კარტოფილი 1კგ – 12.00 ლარი

- ვარდისფერი პომიდორი 1კგ – 10.00 ლარი

- წითელი პომიდორი 1კგ – 7.00 ლარი

- ბულგარული 1კგ – 8.00 ლარი

- ბადრიჯანი 1კგ – 7.00 ლარი

- პრასი 1კგ – 7.00 ლარი

"კიდევ უნდა ვითმინოთ ეს?!”.

"რა სავალდებულოა პომიდორი, ბულგარული და ბადრიჯანი მივირთვათ ამ სეზონზე, ჯერ ისევ ზამთარია, ვისაც შეუძლია და მიწა აქვს, ყველამ იშრომოს და მოიყვანოს და ძვრიც აღარ იქნება. სამწუხაროდ, ხალხი გაზარმაცდა, შრომა არ უნდა და კარგი ცხოვრება სურს, რამდენი მიტოვებული სოფელია, დაუბრუნდით და ყველაფრის მოყვანას შევძლებთ”.

"მოვეკიდოთ გაგებით, დიდმა ბრძენმა არქიფომ ასე ბრძანა და სხვა რა გზაა..რატომ მეტი არ ეღირება. შიმშილობა დაწყებულია ოფიციალურად’, იტალიაში უმეტესობა ხილბოსტნეული 1 კგ 1 ევრო ღირს. საქართველოში ეს რა უბედურება გვჭირს”.

"სოფლებს მიხედეთ, თორემ ილოკეთ მერე თითები”, – წერენ სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა