თეგებით ძიება

ისანში მოკლული 37 წლის მამაკაცის ვინაობა ცნობილია

ისანში 37 წლის მამაკაცი მოკლეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თემურ აივაზიანი და მკვლელობაში ბრალდებული პირი ერთმანეთს იცნობდნენ. მომხდარს კი ერთი კვირის წინ მათ შორის დაწყებული კონფლიქტი უძღოდა.

დანაშაული სვიმონ კლდიაშვილის ქუჩაზე, მოკლულის სახლთან მოხდა. სამართალდამცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოკითხულები არიან მოწმეებიც.

გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა