თეგებით ძიება

"ადეიშვილი და ლორთქიფანიძე ალბათ ასწავლიან უკრაინელებს, როგორ ხდება გვამების შემოდება" - ანრი ოხანაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც კრიმინალი ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებაში წამყვან თანამდებობას იკავებს.

"წესი ეგეთია, რომ ხელისუფლება ესაუბრება ხელისუფლებას და თუ ხელისუფლებას ექნებოდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ეს პოზიციები გაიცვლებოდა და ჩვენ შუამავალი თუ უნდა გვყავდეს ნაციონალური მოძრაობა უკრაინის ხელისუფლებასთან, მაშინ მშვიდობაში მოახმაროთ უკრაინის ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა.

კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი და ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან, რაც არა მგონია უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად ალბათ უკრაინაში.

ეს ხალხია მათ გარშემო, რაც ძალიან სამწუხაროა და როდესაც კრიმინალი ადეიშვილი გიზის მოლაპარაკებათა მაგიდასთან, გასაკვირი შემდგომ, მათი რაღაცა ნაბიჯები და შემდგომ ჩვენი რეაქცია, ბევრისთვის არ უნდა იყოს", - ამბობს დეპუტატი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა