თეგებით ძიება

"როგორ არ უნდა გრცხვენოდეს, როცა შენი სისხლის სუნად აქოთებული ქვეყანა სასტიკად უსწორდება ბავშვებს" - აბულაძე ხელოვან რუსებს მიმართავს

ამერიკაში მოღვაწე ოპერის ქართველი მომღერალი, გოჩა აბულაძე სოციალური ქსელით საშუალებით საზოგადოებას მიმართავს:

"ვუყურებ რა ხდება ბუჩაში და სისხლი მეყინება… სრული კრახი და ფსკერი კაცობრიობის ისტორიაში. სადიზმის და სისასტიკის მწვერვალი …
რუსი არტისტების წუწუნი კი გრძელდება, რომ უსამართლობაა მათი დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით და ითხოვენ დასრულდეს ეს უსამართლობა და დაუბრუნდნენ ჩვეულ პოზიციებს. მათ მხარს უჭერს ბევრი გამოჩენილი ევროპელი არტისტიც. აგერ ვენის ოპერის თეატრმა, ჩვენი კარი ღია იქნება რუსებისთვისო და ვემიჯნებით პოლიტიკასო განაცხადა.

როგორ უნდა გემღერებოდეს, ან როგორ არ უნდა გრცხვენოდეს, როცა შენი სისხლის სუნად აქოთებული ქვეყანა სასტიკად უსწორდება ბავშვებს, ქალებს და უდანაშაულო ადამიანებს. მიწასთან ასწორებს თეატრებს, მუზეუმებს, სკოლებს, ბაღებს, ეკლესიებს. უკვე მოკლეს მომღერლებიც, გამოჩენილი სპორტსმენებიც, ბალერონიც, 14 წლის ტანმოვარჯიშე, ამომავალი ვარსკვლავი ანგელოზი გოგონა!

რას ითხოვთ??? ვის უნდა თქვენი სიყალბე??? რა ჯიშის ხართ??? რა გემღერებათ? რას უკრავთ? როგორ დაკარგეთ ასე ადამიანობა და გაღორდით??? როგორ არ გტკივათ? როგორ არ ხართ მდუმარების ხასიათზე მაინც?? ვის უჭერთ მხარს და ვის უღებთ კარს? ….

სპეკტაკლების შემდეგ რესტორნებში რომ გადაინაცვლებთ და ტუჩ-მოქონილ-შემთვრალი ღლიცინს აღავლენთ ზეცაში, აი მანდ ჩანს თქვენი რეალური სიფათი და მწუხარება!", - წერს აბულაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა