თეგებით ძიება

"4 პაციენტს უთხრეს უარი საფრანგეთში მკურნალობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენმა პრეზიდენტმა…” - რას წერს ნუგზარ სულაშვილი?

"AFG"-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.

"თქვე გარეწრებო, როგორ უნდა აგაღელვოთ ბუჩაში დახოცილი ბავშვების სისხლმა, როცა ხელისუფლებაში მოსასვლელად 9 თვის ბარბარე ქვევრში დაახრჩეთ?!

როცა უმწეო ონკო-პაციენტი ბავშვების სიცოცხლე ბიზნესად აქციეთ და საერთოდ არ განაღვლებთ მათი სიცოცხლე?!

დღეს 4 პაციენტს უთხრეს უარი საფრანგეთში მკურნალობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენმა პრეზიდენტმა დაუდასტურა საფრანგეთის ხელისუფლებას, ყველას სათანადო უფასო სამედიცინო მომსახურებაზე
პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა იღებსო.

თქვენთვის არ არსებობს ბუჩა და ბესლანი!!!

თქვენი ბედნიერების საზომი ფულია!

ბევრი ფული!!!

მე ამ ბავშვებს არ დავაბრუნებ, სულ რომ მშრალი შიმშილობის გამოცხადება მომიწიოს ეიფელის წინ.

მსოფლიოს დავანახებ რა ნაგვებიც ხართ!!!“, - წერს სულაშვილი.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა