თეგებით ძიება

რაც არ უნდა მოხდეს, უკრაინა ამ ომში მაინც გაიმარჯვებს - ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"საბოლოო ჯამში, უკრაინას რუსეთთან ომის მოგება შეუძლია, რადგან რა არის წარმატება და გამარჯვება? ისინი წარმატებით იცავენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და ვერცერთ სცენარს ვერ ვხედავ, სადაც ეს არ მოხდება. პრობლემა ის არის, რომ ომი შეიძლება კიდევ დიდი ხანი გაგრძელდეს და მთელი ეს პერიოდი ვიხილოთ ადამიანთა მკვლელობები, სისასტიკე და ნგრევა. თუმცა, უკრაინელებმა ცხადად გვაჩვენეს, რომ ისინი არ დაემორჩილებიან ვლადიმირ პუტინის სურვილებსა და გეგმებს", - განაცხადა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა