თეგებით ძიება

მოვუწოდებ მოკავშირეებს მეტი განსხვავებული სისტემები მიაწოდონ უკრაინას, ეს თავდაცვისთვისაა - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების გაწევა განიხილება.

"მინდა გამოვხატო, როგორ ვაფასებთ თქვენს ხელმძღვანელობას, უკრაინის ძალების გაბედულობას. რასაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად რუსული აგრესიის წინააღმდეგ შთააგონებს მსოფლიოს. ჩვენს შეხვედრაზე დარწმუნებული ვარ განვიხილავთ უკრაინისთვის მეტ სამხედრო დახმარებას. კარგი შესაძლებლობა გვაქვს მოვისმინოთ თქვენი ანალიზი და განვიხილოთ რა შეიძლება გავაკეთოთ თქვენს დასახმარებლად.

მოკავშირეები ბევრი ტიპის იარაღს უგზავნის უკრაინას. მე მოვუწოდებ მოკავშირეებს მეტი განსხვავებული სისტემები მიაწოდონ უკრაინას, ეს თავდაცვისთვისაა. ველი, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი იქნება დღევანდელ შეხვედრაზე," - განაცხადა სტოლტენბერგმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა