თეგებით ძიება

უკრაინას შეუძლია რუსეთის მიერ წამოწყებული ომი მოიგოს - ჯონ კირბი

პენტაგონის პრეს-სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, უკრაინას შეუძლია რუსეთის მიერ წამოწყებული ომი მოიგოს.

"შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი უკრაინაში, თუ ეს დიპლომატიური გზით არ დასრულდება. თუმცა უკრაინას "რა თქმა უნდა" შეუძლია, რომ ომი მოიგოს. ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უფრო მცირე გეოგრაფიულ არეალზე აპირებს კონცენტრირებას, რა თქმა უნდა ეს წარმოადგენს იმის შესაძლებლობას, რომ ძალადობა გაგრძელდეს.

მარიუპოლი ჯერ კიდევ არ არის აღებული. მათ თავიანთი ძალები კიევიდან გამოიყვანეს, მათ თავიანთი ძალები ჩერნიგოვიდან გამოიყვანეს, მათ ვერ აიღეს ხარკოვი, მათ სამხრეთით, ვერ აიღეს მიკოლაევი. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ მტკიცებულება არის ფაქტობრივად ის შედეგები, რომელსაც ყოველდღე ხედავთ," - აცხადებს ქირბი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა