თეგებით ძიება

კაცობა და ღირსება მელიას ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის - სააკაშვილის ჩვეულებრივი „ხელის ბიჭია“ - კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის თქმით, მოგება და წაგება ადამიანმა „კაცურად“ უნდა მიიღოს.

„ზოგადად ყოფილი კონკურენტები ერთმანეთზე ყველაზე ნაკლებად საუბრობენ და მაქსიმალურად თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, თუმცა ძალიან მოკლედ მაინც ვიტყოდი, რომ ადამიანმა მოგება და წაგება - ორივე კაცურად უნდა მიიღო. მოიგებ, თუ წააგებ, ორივე კაცურად უნდა მიიღო, თუმცა მელიას არ ესმის ერთი რამ - როდესაც წააგებ, უნდა გეყოს კაცობა, უნდა გეყოს ღირსება და გამარჯვებულს, შენს კონკურენტს უნდა მიულოცო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კაცობა და ღირსება მელიას ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და ეს ძალიან ბევრ რამეში გამოიკვეთა და დადასტურდა. მაგალითად, ის, რომ ის დღეს ფორმალურ თავმჯდომარეს წარმოადგენს. სააკაშვილის ჩვეულებრივი „ხელის ბიჭია“ და რა თქმა უნდა, აქ რაიმე კაცობაზე და ღირსებაზე საუბარი ზედმეტია. ასევე ერთი რამ - წაგებული კაცები მუშტებს აღარ იქნევენ.

ჩვენ ასევე, ვიხილეთ ბატონი მელია არჩევნებში აჭარაში, კერძოდ, ბათუმში ჩასული და სასტუმროდანაც კი ვერ ბედავდა გამოსვლას და ბათუმმა, აჭარამ მას შესაბამისი პასუხი გასცა და ეს დამოკიდებულება და ეს პასუხი, რომელიც მან აჭარაში მიიღო, არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ, რომელიც ფიქტიური თავმჯდომარე გახლავთ. ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ,“ - განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა