თეგებით ძიება

"საჭიროა ნეიტრალიტეტის პლატფორმის მხარდაჭერა, ჩვენ ეს მიგვაჩნია საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიად" - ირმა ინაშვილი რუსეთში ვიზიტზე

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი "კურიერთან" საუბრისას განმარტავს თუ რას ემსახურება მისი ვიზიტი რუსეთში.

"ჩვენი ამოცანაა, რომ უკრაინას ტრაგედია საქართველოზე არ გადმოვიდეს. ჩვენ ვხედავთ და გვესმის განცხადებები ზელენსკის მთავრობის მხრიდან, ეს განცხადებები კი მეტყველებს იმაზე, რომ პირდაპირი მცდელობაა საქართველო ომში ჩაითრიონ. ომის პირობებშიც, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ელაპარაკებიან. ჩვენ ვხედავთ შოლცი რამდენჯერ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ასევე ვხედავთ თუ როგორ აქტიურობს მაკრონი. საჭიროა ნეიტრალიტეტის პლატფორმის მხარდაჭერა, ჩვენ ეს მიგვაჩნია საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიად და სწორად. როდესაც არის ომი, მას ყოველგვარი სიმძიმე ახლავს თან. ომის სიმძიმე საუბედუროდ ყოველთვის მოსახლეობას ეხება. დიალოგი და საუბარი არანაირად არ არის მოღალატეობა ეს არის შენი სამშობლოს დაცვა,"- აცხადებს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი, რუსეთის ფედერალური საბჭოს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვლადიმირ ჯაბანოვს და ამავე კომიტეტის წევრს, მიხეილ სინიცინს შეხვდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა