თეგებით ძიება

"რა არის თქვენი ინტერესები? პატარა ბავშვების სიცოცხლის ხელყოფა? დახოცვა? ეს არ არის ქრისტიანობა" - მეუფე დიმიტრი რუსეთის პატრიარქს მიმართავს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ რუსეთის პატრიარქის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა.

"რამდენიმე ათეული წელია ეს მტანჯველი, რომელიც თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მართლმადიდებლების ხოცვით და სისხლის ღვრით არის დაკავებული. კიდევ არ ვიქნებოდი ასეთი მკაცრი, რომ არ მომესმინა რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, სადაც ის ლოცავს თავის „როსგვარდიას“, მის გენერალს და გადასცემს მას ე.წ. აგვისტოს ღვთისმშობელს, ვითომ აქ არაფერი არ არის ყურადსაღები, მაგრამ ყურადსაღებია ზუსტად ის, რომ ეს ხატი შეიქმნა გასული წლის დასაწყისში როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო პირველი მსოფლიო ომის დროს.

ესეც ერთგვარი მინიშნება იყო. აღმაშფოთებელია პატრიარქის განცხადება, რომ „რუსები თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავენ უკრაინაში, ამბობენ ფაშიზმი ერთხელ გავწყვიტეთ წელში და ახლაც ამას მოვახერხებთო. როგორც გითხარით ძალიან ხშირი ურთიერთობა მაქვს უკრაინასთან თითქმის ყოველდღიური მღვდელმთავრებთან, ჩემს თანაკურსელებთან და იქ უმძიმესი მდგომარეობაა.მე მივმართავ მათ რა არის თქვენი ინტერესები ? პატარა ბავშვების სიცოცხლის ხელყოფა? დახოცვა? ეს არ არის ქრისტიანობა, ეს საშინელებაა.

2008 წლის ომის დროს რუსეთში დავუკავშირდი ერთ მოძღვარს, რომელსაც იქ სწავლის პერიოდში აღსარებებსაც ვაბარებდი, მის სახელს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ შეიძლება პრობლემებიც კი შეექმნას. მას დავუკავშირდი და ვუთხარი ამიხსენით „მართლმადიდებელი ხალხი ხართ და ასე უმოწყალოდ მოგვექეცით, გაანადგურეთ ჩვენი ქვეყანა“ და რისთვის? ის ძალიან სამართლიანი ადამიანია. მან მითხრა ჩემო ძვირფასო „როსია ასვეშენა ნო ნე პრასვეშენა“ („რუსეთი განათებულია, მაგრამ არა განათლებული) დღევანდელ ამ უბედურებაში ღრმად დავრწმუნდი რომ ეს ასეა. ჩვენ ყველა ვზეიმობთ და ის მტარვალებიც აღდგომას ერთმანეთს სიხარულით ეტყვიან ქრისტე აღდგა და ასეთ უბედურებას სჩადიან“, - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა