თეგებით ძიება

"ყოველი მეორე ტაქსის მძღოლი ქართველია" - რას წერს გიგა მაქარაშვილი პოლონეთსა და იქ მომუშავე ქართველებზე?

პოლონეთში მოხალისედ მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი პოლონეთსა და ამ ქვეყანაში მომუშავე ქართველ თანამემამულეებზე სოციალურ ქსელში წერს:

"წამოსვლის წინ ცოტას პოლონეთზე და პოლონელებზეცმოგიყვებით
ასეთი სუფთა, დავარცხნილი ქვეყანა ცოტა შემხვედრია (დედამიწის მესამედი მოვლილი მაქვს)!
სამსახური დილის 7ზე იწყება, ყველგან, ყველასთვის!
მუშაობს ყველა!
საქალაქო ტრანსპორტი მუშაობს 24 საათი!
ფაქტობრივად მთელს დედაქალაქს კვეთს უამრავი თანამედროვე ტრამვაი
ყოველ კუთხეში მშენებლობაა!
ქალაქების შემოგარენი ქარხნებით და ფაბრიკებითაა სავსე!
ყველა მუშაობს!
ყველა უბანში რამდენიმე სკვერია!
ქალაქის ცენტრში გადაგირბენს ირემი და წამით არ უნდა გაგიკვირდეს ????????
ყველა გესალმება, თუმცა ზედმეტი ღიმილი აქ მგონი არავის უყვარს.
ქუჩაში ყოველი მესამე გამვლელი ველოსიპედით გადაადგილდება
უამრავი მცირეწლოვანთა ეტლიანი პოლონელი დედაა ქუჩაში
ყოველი მეორე ტაქსის მძღოლი ქართველია (არცერთს ფული არ გამოურთმევია )
ძალიან მოწესრიგებული და ორგანიზებული ხალხია!
საკვები არ უვარგათ (აზრთა სხვადასხვაობა მოყვა ამ შეგასებას). გემოვნების ამბავია მაინც
საქართველო იციან და უყვართ
რუსეთი ჩვენზე მეტად სძულთ!
გაუმარჯოს და მადლობა პოლონეთს", - წერს მაქარაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა