თეგებით ძიება

"ქართული ოცნება ომის პარტიაა" - გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ქართული ოცნება ომის პარტიაა. 

ის თავის მოწინააღმდეგეებს აბრალებს რუსეთთან ომის სურვილს, მაგრამ ეს პრიმიტიული ტყუილია, რუსეთთან ომის მსურველი ოპოზიციაში არ არსებობს.

მაგრამ ამ ტყუილს მეორე მხარეც აქვს: სხვისთვის ამგვარი ბრალდებებით ის ნიღბავს იმ რეალობას, რომ თავად არის ომის პარტია. ის მუდამ ომშია საკუთარ ხალხთან. 

ეს ვლინდება იმაში, რომ ის, ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან  ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას მუდამ ომის ენაზე ელაპარაკებოდა და მას სრულ განადგურებას პირდებოდა. 

„ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში ოპოზიციას მხოლოდ ნაციონალები შეადგენდნენ, მაგრამ ისინიც მოსახლეობის მესამედსა და მეოთხედს შორის იყვნენ. დღეს უკვე ცხადია, რომ ოპოზიცია ხალხის უმრავლესობაა, ხოლო პოლიტიკურად გათვითცნობიერებული ადამიანების დიდი უმრავლესობა. 

შესაბამისად, დღეს ხელისუფლება საზოგადოების უმრავლესობასთანაა ჩართული ომში. 

ომის ენის მთავარი ნიშანია ის, რომ შიდა მოწინააღმდეგე გარე მტრის (მისთვის - დასავლეთის) აგენტია, მისი მეხუთე კოლონაა. ეს არ არის მხოლოდ ენა, მხოლოდ „პიარი“ - ყველაფრიდან ჩანს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი და ბევრი მისი მომხრე მართლა ასე ფიქრობს. ამიტომ ისინი ძალადობისთვისაც მზად არიან და ეს არაერთხელ აჩვენეს. 

ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა „ოცნების“ დამარცხებაა. ამის შემდეგაც დარჩება მისი მომხრეების ბირთვი, ვისთვისაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლეობა, ვისაც ევროპული დემოკრატია უნდა, მტერია, მაგრამ ისინი ასე სახიფათონი აღარ იქნებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა