თეგებით ძიება

100 ტყუილი გვაქვს დათვლილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს მიჰყიდა - ეს უნდა დამთავრდეს - ხაზარაძე

100 ქარხანა, უფასო ფული, გრძელვადიანი ინვესტიციები სოფელში, ევროპის და მსოფლიოს დემოკრატიით განცვიფრება- ჩვენ მგონი, 100 ტყუილი გვაქვს დათვლილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს მიჰყიდა. ეს უნდა დამთავრდეს. იქ, სადაც არის ტყუილი, არაფერი ვითარდება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობა შეიძლება მხოლოდ ერთი სიტყვით შეფასდეს და ეს არის - ტყუილი.

„ქართული ოცნების“ 12 წელი შეიძლება ერთი სიტყვით შეფასდეს, ეს არის ტყუილების 12 წელი. ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ყველა დაპირება, რომელიც მათ გააჟღერეს, აღმოჩნდა ტყუილი. 100 ქარხანა, უფასო ფული, გრძელვადიანი ინვესტიციები სოფელში, ევროპის და მსოფლიოს დემოკრატიით განცვიფრება- ჩვენ მგონი 100 ტყუილი გვაქვს დათვლილი, რომელიც მათ ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს მიჰყიდეს. ეს უნდა დამთავრდეს. იქ, სადაც არის ტყუილი, არაფერი ვითარდება, ამიტომ ჩვენ ამას დავამთავრებთ! 27-ში ჩვენ გავიღვიძებთ ახალ საქართველოში, ძლიერ საქართველოში და ძალიან მალე თითოეული მოქალაქე იგრძნობს თავის თავზე, თავის ოჯახზე იმ სიკეთეს, რომელსაც ჩვენ ჩვენი რეფორმებით მოვუტანთ ამ ქვეყანას“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა