თეგებით ძიება

თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას - ზურაბიშვილი ცესკოზე

"თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება - თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას" - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცესკოს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

ცესკოს ცნობით, პრეზიდენტის შვილს, ქეთევან გორჯესტანს რეგისტრაციის ადგილად მითითებული აქვს საფრანგეთი, რის გამოც ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში. როგორც უწყების წარმომადგენელი აღნიშნავს, მისი მონაცემები შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის ხმას 26 ოქტომბრის არჩევნებზე პარიზში მისცემს. 

"თუ კარგად გავიგე, ყველაფერს სწორად რომ გააკეთებ, დარეგისტრირდები დროულად (23 ივლისს), მიიღებ საკონსულოდან დასტურს, რომ ყველაფერი წესრიგშია და ვერ აღმოაჩენ შენ გვარს სიაში, თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება! და სხვა? ჩვენი ემიგრანტების უზარმაზარი ჯარი… იმათ რას ეუბნებით? დაელოდეთ 7 ოქტომბერს და თუ ვერ აღმოაჩენთ თქვენს გვარს, ვერც გამოასწორებთ!

და თურმე ეს დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების დარღვევა არაა და თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა