თეგებით ძიება

"მივაღწიეთ იმას, რომ გარდაცვალების რიცხვი არის უფრო დაბალი, ვიდრე ევროპის უმრავლეს ქვეყანაში“ - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხლმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე საქართველში არსებულ ეპიდვითარებას დადებითად აფასებს.

"ეპიდსიტუაცია ამჟამად სტაბილურია, მე ვიტყოდი, რომ კარგია. დღიურად საშუალოდ ფიქსირდება 400-ის ფარგლებში ახალი შემთხვევა და რაც ყველაზე სასიხარულოა, მივაღწიეთ იმას, რომ გარდაცვალების რიცხვი არის მინიმალური. რიგი სუფთა სამედიცინო კლინიკური ღონისძიებებით, კერძოდ ავადმყოფების ე.წ. პროაქტიული მკურნალობით, სხვადასხვა მედიკამენტით მივაღწიეთ იმას, რომ გარდაცვალებულთა რიცხვი საქართველოში თანდათან შემცირდა და დღეს არის უფრო დაბალი, ვიდრე ევროპის უმრავლეს ქვეყანაში“, - განაცხადა ცერცვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა