თეგებით ძიება

"ქალებისთვის სამართლიანობის მიღწევა ურთულესია და ზოგჯერ შეუძლებელიც კი" - რას წერს ბაია პატარაია?

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი უკრაინელი ქალის შესახებ წერს.

"გაუპატიურების მსხვერპლი უკრაინელი ქალი დაზარალებულად ცნეს!
მხოლოდ პრესკონფერენციის შემდეგ, როცა მედიამ აიტაცა თემა, როცა საზოგადოება აღშფოთდა.

ეს არ არის ნორმალური. ყველა მსხვერპლი ვერ გაიქცევა ბაია პატარაიასთან და ვერ ჩამოარიგებს ინტერვიუებს ჟურნალისტებთან.
ესაა გაფუჭებული სისტემა, სისტემა რომელიც არ მუშაობს, სისტემა რომელიც უნდა ამხილო და ათრიო ხან მედიაში ხან სტრასბურგში. ქალებისთვის სამართლიანობის მიღწევა ურთულესია და ზოგჯერ შეუძლებელიც კი - ეს ქალების ჩაგვრა და დისკრიმინაციაა.

ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე!", - წერს უფლებადამცველი.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა