თეგებით ძიება

"სამწუხაროდ, ამერიკის კონგრესმა არ მიიღო სენატის მიღებული კანონი უკრაინისთვის ლენდ-ლიზის მისაცემად" - მამუკა გამყრელიძე

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"სამწუხაროდ, ამერიკის კონგრესმა არ მიიღო სენატის მიღებული კანონი უკრაინისთვის ლენდ-ლიზის მისაცემად და ორკვირიან შვებულებაში გავიდა", - წერს გამყრელიძე.

შეგახსსენებთ, სენატმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პროგრამა, „ლენდ-ლიზი“ აღადგინა, რომელიც აშშ-ს, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწრაფად, დიდ დროსთან დაკავშირებული პროცედურული დაბრკოლებების გარეშე მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების საშუალებას აძლევდა.

აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად და ჩქარა გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის მარაგი უკრაინას.

აღნიშნული აქტი კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების დე ფაქტო ჩუქების საშუალებას იძლევა დათქმით, რომ დახმარების მიმღები ქვეყნები აშშ-ს თანხას მოგვიანებით გადაუხდიან.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა