თეგებით ძიება

"რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა, ადამიანის უფლებების დარღვევაა" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, უკრაინაში, კრამატორსკში რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს გმობს და წერს, რომ ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება.

"რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა, ადამიანის უფლებების დარღვევაა.
ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, კრამატორსკში რუსმა ოკუპანტებმა რკინიგზის სადგურზე, სადაც საევაკუაციოდ მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი, 2 რაკეტა დაარტყა. ავიაიერიშს, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა, 100 კი დაშავდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა