თეგებით ძიება

"უნამუსოდ იწერებიან - "შენი საქმე არ არის პოლიტიკა, შენ დადექი და ილოცე”…" - პეტრე კოლხი პრორუს ხალხზე

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) იმ ადამიანების შესახებ წერს, ვინც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების მიუხედავად, კრემლის პოლიტიკას უჭერენ მხარს:

"ის შუბლის ძარღვგაწყვეტილი ხალხი, როცა რუსების მიერ უკრაინაში პატარების გაუპატიურებას და წამებას აპროტესტებ, უნამუსოდ იწერებიან-,,შენი საქმე არ არის პოლიტიკა, შენ დადექი და ილოცე”…
ასე რამ ჩაუჟანგათ ტვინი!..", - წერს სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა