საწვავი 5-8 თეთრით გაიაფდა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კავშირის განცხადებით, ბოლო დღეებში საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა საშუალოდ 5-8 თეთრით/ლიტრზე დაიკლო.
კერძოდ, გაერთიანების ცნობით, დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს:
რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,95-3,17 ლარი/ლიტრზე;
პრემიუმი ტიპის ბენზინი - 3,13-3,32 ლარი/ლიტრზე;
სუპერი ტიპის ბენზინი - 3,58-3,71 ლარი/ლიტრზე;
ევრო დიზელის საწვავი - 3,21-3,33 ლარი/ლიტრზე;
დიზელის საწვავი - 3,21-3,26 ლარი/ლიტრზე;
საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა ბრენდის გასამართ სადგურებზე აპრილის ბოლო დეკადის შემდეგ საწვავის ფასი ძირითადად უცვლელი იყო.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა გავიგოთ, რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა ფასი. შესაბამისად, Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასების ბოლოს 23 სექტემბერს, ხოლო Gulf-ის ქსელში 27 სექტემბერს შეიცვალა. სხვა ბრენდირებულ გასამართ სადგურებს საწვავის ფასის შემცირების თარიღი მითითებული არ აქვთ.
სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, პირველ ოქტომბერს ფასები ასე დაკორექტირდა და დღეს, ქვეყანაში სხვადასხვა სადგურზე საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
სუპერი
ლუკოილი - 3.58 ₾, შემცირება - 7 თეთრი;
სოკარი - 3.68 ₾, შემცირება - 4 თეთრი;
ვისოლი - 3.70 ₾, შემცირება - 5 თეთრი;
გალფი - 3.71 ₾, შემცირება - 6 თეთრი;
რომპეტროლი - 3.71₾, შემცირება - 6 თეთრი;
პრემიუმი
ლუკოილი - 3.32 ₾
სოკარი - 3.29 ₾, შემცირება - 5 თეთრი;
ვისოლი - 3.32 ₾, შემცირება - 5 თეთრი;
გალფი - 3.31 ₾, შემცირება - 6 თეთრი;
რომპეტროლი - 3.32₾, შემცირება - 6 თეთრი
ევრო რეგულარი
ლუკოილი - 2.95 ₾, შემცირება - 7 თეთრი;
სოკარი - 3.10 ₾, შემცირება - 5 თეთრი;
ვისოლი - 3.12 ₾, შემცირება - 5 თეთრი;
გალფი - 3.11 ₾, შემცირება - 6 თეთრი;
რომპეტროლი - 3.17 ₾, შემცირება - 5 თეთრი
ევრო დიზელი
ლუკოილი - 3.21 ₾, შემცირება - 9 თეთრი;
სოკარი - 3.21 ₾, შემცირება - 7 თეთრი;
ვისოლი - 3.27 ₾, შემცირება - 7 თეთრი;
გალფი - 3.23 ₾, შემცირება - 6 თეთრი;
რომპეტროლი - 3.26₾, შემცირება - 7 თეთრი;
დანამატიანი ევრო დიზელი
სოკარი - 3.30 ₾, შემცირება - 6 თეთრი;
ვისოლი - 3.32 ₾, შემცირება - 7 თეთრი;
გალფი - 3.33 ₾, შემცირება - 6 თეთრი;
რომპეტროლი - 3.36₾, შემცირება - 7 თეთრი.
წყარო: bm.ge