საბერძნეთში, ტყის ხანძრის ჩაქრობას მესამე დღეა ცდილობენ - 2 ადამიანი დაიღუპა
საბერძნეთში უკვე მესამე დღეა ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, ხანძრის გამო ევაკუაცია გამოცხადდა.
მედიის ცნობით, ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძრის ქრობაში ჩართულია 390 მეხანძრე და ასზე მეტი ტექნიკა და მოხალისეები.
ხანძრის შედეგად დაშავდა ორი მეხანძრეც, რომლებიც საავადმყოფოში რჩებიან. დამწვარია რამდენიმე სახლი. მიმდებარე სოფელში სკოლები უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა.